მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს - კარგონს და ფიტოტესტერს მიენიჭა ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, ამ დროისთვის ამ ტიპის კომპანიების რიცხვი 16-ს შეადგენს. ისინი სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით სარგებლობენ.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის ახალი მფლობელები - კარგონი და ფიტოტესტერი, ორივე ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ბენეფიციარია.
- კარგონი ქმნის ციფრულ ლოგისტიკურ პლატფორმას, რომლის მიზანია ტვირთის გამგზავნებისა და გადამზიდავების ერთმანეთთან, ერთ სივრცეში დაკავშირება, სატვირთო გადაზიდვების პროცესის გაციფრულება, გამჭვირვალობის გაზრდა და მიწოდების ჯაჭვში ხარჯებისა და დროის ოპტიმიზაცია.
- ფიტოტესტერი ქმნის ინოვაციურ, აგროტექნოლოგიურ პროდუქტს, კერძოდ მცენარეთა ელექტრული სიგნალების საზომ პორტატულ მოწყობილობას.
ზოგადად, ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოიპოვებენ ის სტარტაპები, რომლებიც ქმნიან ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებას.
გარდა ამ ორი კომაპნიისა, ინოვაციების რეესტრში აქტიური სტატუსით ირიცხებიან:
- ამბლიფაი - კომპანია ქმნის პლატფორმას, რომლის საშუალებით, ზარმაცი თვალის მქონე პაცენტს შეუძლია გაიუმჯობესოს მხედველობა კლინიკაში ყოველდღიური ვიზიტების გარეშე. პლატფორმა იყენებს მეცნიერულად დამტკიცებული კონცეფციის მქონე ვიდეოთამაშებს.
- რითეინი - მომხმარებლის უკუკავშირის სხვადასხვა ციფრული თუ ფიზიკური არხებიდან მიღების, დამუშავებისა და მართვის ინოვაციური სისტემა.
- ჰელიო აი - AI აგენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და გემიფიკაციის გამოყენებით რეკრუტინგის პროცესების ავტომატიზაციას ახდენს და კომპანიებს საუკეთესო ტალანტების სწრაფად შერჩევაში ეხმარება.
- ედვაიზო სოლუშენს - ფინანსური პროცესების ავტომატიზაციის პლატფორმა, რომლის მთავარი ფუნქცია ბიზნესში არსებული არაეფექტური ფინანსური პროცესების ციფრულ, გამართულ სამუშაო პროცესად გარდაქმნაა.
- საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი - აქსელი ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განხორციელების მიზნით შეიქმნა. ქსელის წევრები არიან ინდივიდუალური პირები, იშვიათად - კომპანიები, რომლებთანაც გაფორმებულია შესაბამისი საწევრო კონტრაქტები და აქსელის ფასილიტაციით აკეთებენ სინდიცირებულ ინვესტიციებს.
- ჰერიო სოლუშენს - სწრაფი დასაქმების პლატფორმა, რომელიც აკავშირებს სტუმარ-მასპინძლობის, რითეილისა და ტექ ინდუსტრიის ბიზნესებს, სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებთან.
- ფორმა ტექნოლოჯის ჯორჯია - კორპორატიული კეთილდღეობის (corporate wellness) ახალი მოდელს, ჩაშენებული უშუალოდ სამუშაო პროცესში.
- ვენროლი - სასწავლო აპლიკაცია, რომელიც მომხარებელს სთავაზობს გზად სწავლის გამოცდილებას საავტორო მასტერკლასების სახით, რომელსაც წარმოადგენენ დარგის წამყვანი სპეციალისტები ადგილობრივ ენაზე.
- ეიაი სოლუშენსი - ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურას ელექტრონული კომერციისთვის.
- ვაიზპეი - სახელფასო და გადახდის ავტომატიზაციის პლატფორმას გეოგრაფიულად გადანაწილებული გუნდებისთვის.
- კურსი.ჯი - სრულად ციფრულ სავალუტო კონვერტაციის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ვალუტის ონლაინ გადაცვლის მომსახურებას რეალურ დროში, გამჭვირვალე პირობებითა და ხელსაყრელი კურსებით.
- სმართერ ფარმი - აგროტექნოლოგიური პლატფორმას ვენახებისთვის და ღვინის მწარმოებლებისთვის.
- მედიმაინდ - ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული სამედიცინო პლატფორმა, რომელიც მოახდენს ჯანდაცვის სფეროს ტრანსფორმაციას და გააუმჯობესებს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებას.
- აგრონავტი - ინდუსტრიული ხასიათის კვლევითი ტექნოლოგია პროფესიონალი მკვლევარებისთვისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, რომელიც მოიცავს კვლევითი ინსტრუმენტის შექმნის, საველე სამუშაოების მართვის, ხარისხის კონტროლის მექანიზმების იმპლემენტაციის, მონაცემების გაწმენდისა და საბოლოო მონაცემების ანალიზის ინტეგრირებულ პროგრამას.