LIVE

Apple 2024 წლის დასაწყისში ახალ iPad-ებს და M3 MacBook Air-ს გამოუშვებს

12 დეკ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 495
Apple 2024 წლის დასაწყისში ახალ iPad-ებს და M3 MacBook Air-ს გამოუშვებს

უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ Apple ლეპტოპებისა და პლანშეტების შემცირებული გაყიდვების ფონზე, ახალი პროდუქციას გამოუშვებს. საკითხთან დაახლოებული წყაროების ცნობით, კომპანია განახლებულ iPad Air-ს, iPad Pro-ს and MacBook Air-ს მარტის ბოლომდე გამოუშვებს.

ახალი iPad-ების გამოშვება კომპანიისგან მოსალოდნელი ნაბიჯი იყო, რამდენადაც 2023 წელმა მათ გარეშე ჩაიარა. როგორც ცნობილია, განახლებული iPad Air-ი წარმოდგენილი იქნება ორ ზომაში - 10.9-ინჩიანი და 12.9-ინჩიანი ეკრანებით. iPad Air-ის დიდი ზომის ეკრანით გამოშვება Apple-ს სტრატეგიის ნაწილია, რომელიც სხვა პროდუქტების მიმართაც აქვს. მომხმარებლებს მხოლოდ დიდი ზომის ეკრანისთვის ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული Pro ვერსიების შეძენა და ასობით დოლარით მეტის გადახდა არ სურთ.

რაც შეეხება, iPad Pro-ს ახალ მოდელებს, როგორც ცნობილი გახდა, განახლებულ ვერსიებში OLED-ის ეკრანებს ვიხილავთ. OLED-ი მკაფიო და ნათელი გამოსახულების მქონე ეკრანია, რომელიც აქამდე ძირითადად მხოლოდ სმარტფონებში გამოიყენებოდა, თუმცა მწარმოებლები მათ ინტეგრირებას პლანშეტებსა და ლეპტოპებშიც ცდილობენ

iPad Pro სავარაუდოდ ორ ზომაში - 11-ინჩიანი და 13-ინჩიანი ეკრანებით იქნება წარმოდგენილი. დამატებით, განახლებულ ტაბლეტში Apple-ის ოქტომბერში გამოშვებული და ამ დრომდე ყველაზე მძლავრ ჩიპი - M3 იქნება გამოყენებული.

2024 წლის მარტისთვის უნდა ველოდოთ Apple-ის ახალ აქსესუარებსაც, კერძოდ მესამე თაობის სენსორულ ფანქარსა და განახლებულ კლავიატურას. როგორც საკითხთან დაახლოებული პირები ამბობენ, ახალი iPad Pro-სა და კლავიატურის ერთობლიობა ლეპტოპთან მუშაობის გამოცდილებას ქმნის.

MacBook Air-ის შემთხვევაში, სიახლე მხოლოდ M3 პროცესორი იქნება. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოშვებული ლეპტოპების ახალ მოდელებში, მხოლოდ Pro ვერსიებს ჰქონდათ Apple-ის ახალი თაობის, M3-ის ჩიპები.

ფიზიკურად განახლებული პროდუქციის გარდა, Apple სისტემურ განახლებებსაც უშვებს. კერძოდ, Mac-ის სისტემურ განახლებას - macOS 14.3-ს იანვარსა და თებერვალს შორის პერიოდში უნდა ველოდოთ, iPadOS 17.4.-ის კი მარტში.

ცნობისთვის, Mac-სა და iPad-ის გაყიდვების Apple-ის მთლიანი შემოსავლების 15%-ს შეადგენს. ამ მიმართულების გაყიდვები პანდემიის რეკორდულად გაზრდილი მოთხოვნის შემდეგ მკვეთრად დაეცა. გასულ კვარტალში Mac-ის გაყიდვები 34%-ით $7,61 მილიარდამდე შემცირდება, ხოლო iPad-ის გაყიდვებმა 10%-ით $6,44 მილიარდამდე იკლო.