LIVE

ციფრული ტრანსფორმაცია: ჰელსიკორი იურიდიული დოკუმენტების პროცესებში Signify-ს ნერგავს

11 აგვ 202511:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 130
ციფრული ტრანსფორმაცია: ჰელსიკორი იურიდიული დოკუმენტების პროცესებში Signify-ს ნერგავს

კლინიკა ჰელსიკორმა ციფრული ტრანსფორმაცია დოკუმენტების პროცესების გაუმჯობესებით დაიწყო - ხელმოწერები, თანხმობები და ადმინისტრაციული დოკუმენტაცია ახლა ციფრულად იმართება.

Signify-ს დანერგვამდე, ფიზიკურ დოკუმენტები დროის გაჭიანურების გარდა, სხვა სირთულეებსაც იწვევდა: შიდა განკარგულებების და კლინიკური პროტოკოლების დამტკიცება ფერხდებოდა, პაციენტის თანხმომების არქივაცია და მენეჯმენტი იყო რთული, დოკუმენტების ავთენტურობის დამტკიცებას ახლდა სირთულეები - ზოგიერთ შემთხვევაში ხელით მოწერილი დოკუმენტების ნამდვილობის ან დროის დასაბუთება ჭირდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადავო შემთხვევებსა ან აუდიტის დროს.

ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, კლინიკაში Signify-ს პლატფორმა დაინერგა და უკვე გაციფრულდა სამი მიმართულება:

  • პაციენტის თანხმობის ფორმები (ამბულატორიულ სერვისში) - ფორმებზე ხელმოწერა გროვდება Signify-ს ხელმოწერის პადებზე. დოკუმენტებზე წვდომა მარტივია, რაც აუდიტისა და იურიდიული გამართულობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია;
  • ადმინისტრაციული დოკუმენტაცია - იურიდიული დოკუმენტები მუშავდება ციფრულად, Signify-ს პლატფორმაზე განისაზღვრება დოკუმენტის მიმღებთა როლები და ხელმოწერების თანმიმდევრობა, რაც მნიშვნელოვნად ასწრაფებს და ამარტივებს პროცესს.
  • შვებულების განაცხადები - პროცესი სრულად ავტომატიზებულია. განცხადებები მარტივად კონტროლდება და ხელმოწერების სტატუსი ნებისმიერ ეტაპზე თვალსაჩინოა.

"იურიდიული დოკუმენტბრუნვის პროცესების გაუმჯობესება ჩვენი კლინიკის სტრატეგიული მიზანი იყო. Signify-სთან თანამშრომლობამ მოგვცა მოქნილი, სწრაფი და იურიდიულად სანდო გადაწყვეტა, რაც ამარტივებს როგორც შიდა კომუნიკაციას, ისე პაციენტთან ურთიერთობას. განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ Signify-ს გუნდი - მათი თანამშრომლები არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ ძალიან კომფორტული, კეთილგანწყობილი და გულწრფელად მზრუნველები არიან პარტნიორი ორგანიზაციის მიმართ,“ - ამბობს ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი,  სალომე ემუხვარი.

Healthycore-ის შესახებ

ჰელსიკორი არის თანამედროვე სამედიცინო კლინიკა, რომელიც ჯანმრთელობის სერვისებს ნერგავს მაღალი სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსით. მათი საქმიანობის საფუძველია მკურნალობის პროცესის უწყვეტი განვითარება და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.

Signify-ის შესახებ

Signify თანამშრომლობს სამედიცინო სექტორის წამყვან მოთამაშეებთან და ეხმარება ორგანიზაციებს დოკუმენტების ხელმოწერის, დამტკიცებისა და მართვის პროცესების გაციფრულებაში. კლინიკებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ამარტივებს პაციენტის თანხმობის მართვას, აუდიტისთვის მზადყოფნას და შიდა პროცესების სტანდარტიზებას.

 (R)