ამერიკის შუალედური არჩევნების შედეგებმა ინვესტორებს ტექნოლოგიური კომპანიების აქციების პანიკური გაყიდვებისკენ უბიძგა იმის შიშით, რომ დემოკრატების გამარჯვება რეგულაციებს გაამკაცრებს ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში და შეანელებს მონაცემთა ცენტრების განვითარებას. ამერიკული ბაზრის ვარდნა უკვე გადაეცა სხვა ბაზრებსაც.
ამერიკული კომპანიების აქციებს 2025 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდათ.
ნაზდაქის ინდექსი 5.5% ით დაეცა და S&P 500-ში შემავალმა უმსხვილესმა კომპანიებმა 3 ტრილიონი დოლარი დაკარგეს, იაპონური ნიკეის ინდექსი ერთ დღეში 6%-ით დაეცა, 6.7%-იანი ვარდნა ჰქონდა სამხრეთ კორეულ KOSPI-ს ინდექსსაც.
ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით აქციების პანიკური გაყიდვა მოწმობს, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ფასიანი ქაღალდები უფრო მეტად მომავლის ილუზიაზე იდგა, ვიდრე რეალურ მაჩვენებლებზე და ახლა ეს ილუზია აორთქლდა.
კორეული სამსუნგ ელექტრონიქსის და SK Hynix-ის ფასიანი ქაღალდები, 6%-ით და 9.4%-ით დაეცა, შესაბამისად. TSMC-ის 8.5%-იანი ვარდნა ჰქონდა. იაპონური SoftBank Group კი 11%-ით დაბალ ნიშნულზე ივაჭრება. AI ბუმის მთავარი ბენეფიციარი, NVIDIA, 8.5%-ით გაუფასურდა, ხოლო AMD-ის აქციები 13%-ით დაეცა.
ორი დღის ვაჭრობის მონაცემებით, ყველაზე მეტად იზარალეს:
- Nvidia - საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $300 მილიარდით შემცირდა
- Advanced Micro Devices (AMD) - საბაზრო კაპიტალიაცია დაახლოებით $100 მილიარდით შემცირდა
- Tesla - საბაზრო კაპიტალიაცია დაახლოებით $140 მილიარდით შემცირდა
- Micron Technology - საბაზრო კაპიტალიაცია დაახლოებით $95 მილიარდით შემცირდა