LIVE

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურა შეიცვალა

12 სექ 202515:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 111
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურა შეიცვალა
„პეტროკას ენერჯი ჯგუფი“ - კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებში ერთ-ერთი წამყვანი ინტეგრირებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია - აქციონერთა შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ აცხადებს. 
 
2025 წლის 25 აპრილს განხორციელებული გარიგების შედეგად, ჯგუფის არსებულმა აქციონერებმა სრულად გამოისყიდეს დავით იაკობაშვილის წილი „პეტროკასში".
 
კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება სრულ თანხვედრაშია „პეტროკასის“ გრძელვადიან სტრატეგიასთან, რომელიც მოიცავს ტრეიდინგის, საცალო ვაჭრობის ქსელების, ლოგისტიკის და ავიასაწვავის მიწოდების სერვისების გაფართოებას, ევრაზიის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.
 
ცნობისათვის, პეტროკას ენერჯი ჯგუფი აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა - გალფ ჯორჯია, გალფ ავიაცია და ფოთის ნავთობ ტერმინალი. 
აღნიშნული ჯგუფი გახლავთ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელიც ქვეყანაში 2011 წლიდან ოპერირებს. ჯგუფის კონტრიბუცია საგადასახადო მიმართულებით დაარსების დღიდან ამ დრომდე 700 მილიონ ლარს აჭარბებს. მის შემადგენლობაში შემავალი კომპანიები კი საქართველოს 3000-მდე მოქალაქეს ასაქმებენ. 
 
გარდა ამისა, პეტროკას ენერჯი ჯგუფი ერთ-ერთი მოწინავე ბიზნეს გაერთიანებაა საქართველოში, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორატიულ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს და არის ინიციატორი ისეთი დიდი პროექტებისა, როგორიცაა - წარმატებული სტუდენტების დაფინანსების პროგრამები - საქართველოსა და ამერიკაში. გალფის სტიპენდიით 2021 წლიდან 300-მა პირველკურსელმა სტუდენტმა ისარგებლა. 
 
ჯგუფი ხელს უწყობს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას არა მხოლოდ ცალკეული პროექტებით, არამედ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერითაც - როგორიცაა საქართველოს მასშტაბით 20 საკალათბურთო მოედნის აშენება.