
ავერსის კლინიკამ იურიდიული დოკუმენტების ციფრული მართვის პროცესზე გადასვლა დაასრულა. კომპანიის მასშტაბით დოკუმენტების 90%-ი ახლა უკვე სრულად ციფრულად იმართება.
ცვლილება შეეხო მომსახურების ხელშეკრულებებს, პაციენტის ინფორმირებულ თანხმობებს, შიდა ადმინისტრაციულ დოკუმენტაციას და კონტრაქტორებთან ურთიერთობას.
ციფრული ტრანსფორმაცია განხორციელდა Signify-ის მხარდაჭერით, რომელიც კლინიკაში ბიომეტრიული ხელმოწერის მოწყობილობების (Signature Pad-ების) ინტეგრაციასა და პლატფორმის დანერგვას გულისხმობდა.
პროექტის განხორციელება 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდა.
„პაციენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ფურცელზე დაფუძნებული დოკუმენტბრუნვა პროცესებს აჭიანურებდა. დოკუმენტის ამობეჭდვა, ხელმოწერა, გადაცემა და საბოლოოდ არქივში გადატანა უამრავ რესურსს მოითხოვდა. დღეს, იგივე პროცესი ციფრულად იმართება - ის სწრაფია, დაცულია და მნიშვნელოვნად ამცირებს თანამშრომელთა დატვირთვას,“ ამბობს გურამ ნაჭყებია, ავერსის კლინიკის IT და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი.
Signify-ის გუნდის მხარდაჭერით, ავერსის კლინიკაში დაინერგა ბიომეტრიული ხელმოწერის პადები, პლანშეტისმაგვარი ელექტრონული მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც რეგისტრატურაში პაციენტის თანხმობები ფორმდება.
რეგისტრატურის პალარელულად ციფრული ტრანსფორმაცია მოხდა ადმინისტრაციული დოკუმენტების პროცესებშიც და ტრანსფორმაცია შეეხო მრავალ დეპარტამენტს: იურიდიული ტეპარტამენტი, ლაბორატორია, HR, მარკეტინგი და სხვ.
ავერსის კლინიკა - ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება ათასობით პაციენტს და აერთიანებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო სერვისებსა და სპეციალიზებულ დეპარტამენტებს.
Signify-ის პლატფორმას არაერთი სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია წარმატებულად იყენებს საქართველოში (იხ. სტატია). კომპანია კლინიკებს ეხმარება გააქრონ ფურცლები რეგისტრატურაში და გაამარტივონ ადმინისტრაციული პროცესები.