
იურიდიული კომპანია JUST Advisors-ი მომხმარებლებთან ხელშეკრულებებს ციფრულად, Signify-ს პლატფორმის მეშვეობით აფორმებს.
Signify-ს პლატფორმა JUST Advisors-ის კომერციულ დეპარტამენტში დაინერგა და იურიდიული და ბუღალტრული მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმების პროცესს სრულად აციფრულებს - დოკუმენტის მომზადებიდან ხელმოწერამდე და არქივაციამდე.
"ჩვენ, როგორც იურიდიულ კომპანიას, ძალიან კარგად გვესმის თუ რატომ უნდა გვქონდეს ყველა ხელშეკრულება ხელმოწერილი, შენახული და მარტივად ხელმისაწვდომი. Signify-ს წყალობით, ამ მიზნის მიღწევა უფრო მარტივია," — მარია, კომერციული დეპარტამენტის წამყვანი მენეჯერი.
კომპანიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მომხმარებლების მხრიდან ხელმოწერების დაგვიანება იყო. პროცესების ასასწრაფებლად, კომპანია დოკუმენტებს მეილით აგზავნიდა და დასკანერებულ, ხელმოწერილ ვერსიას იღებდა მეილითვე. ხშირად ხდებოდა, რომ უკან მიღებული დოკუმენტი სრულფასოვანი არ აღმოჩნდებოდა, არამედ, მხოლოდ ბოლო ხელმოწერის გვერდი იყო დასკანერებული და გამოგზავნილი. ამის გამო პროცესი თავიდან იწყებოდა და პროცესი მეტად ჭიანურდებოდა.
Signify-ს დანერგვის შემდეგ, ხელშეკრულებების გაფორმება ბევრად უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და რაც მთავარია მოსახერხებელი გახდა როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე JUST Advisors-ის კომერციული გუნდისთვის.
JUST Advisors-ის შესახებ:
JUST Advisors არის იურიდიული კომპანია, რომელიც ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს მრავალფეროვან იურიდიულ და ბუღალტრულ მომსახურებას სთავაზობს. იგი აქტიურად ემსახურება უცხოური კაპიტალის და ტრანსსასაზღვრო ბიზნეს ინტერესების მქონე კომპანიებს. JUST Advisors-ს აქვს გამოცდილება სამოქალაქო, კორპორაციული და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში.
Signify-ის შესახებ:
Signify აციფრულებს დოკუმენტებთან დაკავშირებულ პროცესებს და თანამშრომლობს კომპანიებთან განურჩევლად სფეროსა და ზომისა. პლატფორმაზე ყოველდღიურად იგზავნება ათასობით დოკუმენტი უსაფრთხოდ, სწრაფად და მარტივად.
გსურთ თქვენი კომპანიის დოკუმენტბრუნვის გაციფრულება? დაგვიკავშირდით: contact@signify.ge
(R)