გულისრევას თქვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვნად დაზიანება შეუძლია. კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევას, დისპეფსიას, როგორც წესი, სხვა სიმპტომებიც ახლავს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ჩვენგანი ეძებს საშუალებას, რომელიც ჩივილებს უმოკლეს ვადაში მოგვიხსნის. თანამედროვე მედიცინა ასეთ პრეპარატებს ნამდვილად გვთავაზობს, ერთ-ერთი მათგანი კი დოპროკინია, რომელიც ექიმების ნდობით სარგებლობს.
როგორც ნებისმიერი პრეპარატის, ისე დოპროკინის მიღებისას, სიფრთხილე გმართებთ. ფაქტი, რომ ის მოკლე ვადაში ეფექტიანად აქრობს დისპეფსიასთან დაკავშირებულ სიმპტომებს, გარდა მისი ეფექტიანობისა, მის ძლიერ მოქმედებაზეც მიუთითებს — ასეთ შემთხვევაში კი ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი სხეული მზად არის მძლავრი პრეპარატის მისაღებად. შესაბამისად, დოპროკინის მიღებამდე აუცილებლად დაუჯერეთ თქვენს მკურნალ ექიმს და მიიღეთ მედიკამენტი ისე, როგორც ის მიგითითებთ. სანამ ამას გააკეთებთ, შეგიძლიათ, წინასწარი ცოდნა და წარმოდგენები ამ სტატიაში მოცემული რჩევებით შეიქმნათ.
ვინ უნდა იყოს ფრთხილად დოპროკინის მიღებამდე?
პირველ რიგში, ყველაზე სტანდარტულ გაფრთხილებას მოგცემთ — თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების (დომპერიდონი) ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე მოერიდეთ დოპროკინის მიღებას.
თუ ღვიძლის მძიმე ან საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტი ხართ, დოპროკინის გამოყენება თქვენთვის არ შეიძლება, ხოლო თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში, მრავალჯერადი გამოყენებისას, სიხშირე დღე-ღამეში 2 მიღებას არ უნდა აღემატებოდეს. სიფრთხილე გმართებთ მაშინაც, თუ გაწუხებთ მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მოტორიკის გაძლიერებას შესაძლოა, არასასურველი შედეგები მოჰყვეს — მაგალითად, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მექანიკური ობსტრუქცია ან პერფორაცია.
დოპროკინს გავლენა აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც. პრეპარატის უკუჩვენებები გამოვლენილია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის გამტარობის დარღვევა, მათ შორის QTc ინტერვალის გახანგრძლივება, ელექტროლიტური ბალანსის მნიშვნელოვანი დარღვევები, ბრადიკარდია ან გულის ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორიც, მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობაა.
თუ მძღოლი ხართ, აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ — დოპროკინი გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარებისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე. ზოგ შემთხვევაში, პრეპარატი იწვევს თავბრუსხვევასა და ძილიანობას, ამიტომ დოპროკინის დალევის შემდეგ თავი აარიდეთ ისეთ საქმეებს, რომლებიც ყურადღების გამახვილებასა და მოძრაობის კოორდინაციას მოითხოვს. ისეთი ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის რიტმის დარღვევასთან, საჭიროა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, მოერიდეთ დოპროკინის მიღებას. ორსულ ქალებში დოპროკინის მოხმარების კვლევის გამოცდილება შეზღუდულია. საბოლოო სიტყვა ექიმს ეკუთვნის, რომელიც შეაფასებს, რამდენად პროპორციულია პრეპარატის სარგებელი დედისათვის, ჩვილის ჯანმრთელობის წინაშე მდგარ რისკებთან შედარებით.
მნიშვნელოვანია იცოდეთ ისიც, რომ თუ ჩამოთვლთაგან განსხვავებული დიაგნოზისა თუ მდგომარეობის გამო სხვა პრეპარატებს მოიხმართ, აუცილებელია, ექიმს ამის შესახებ იქამდე შეატყობინოთ, ვიდრე დოპროკინის გამოყენებას დაიწყებთ, რადგან იმ წამლების ჩამონათვალი, რომლებთანაც დოპროკინი უარყოფითად ურთიერთქმედებს, საკმაოდ ვრცელია.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, დოპროკინი მზად არის, დაგეხმაროთ ნებისმიერ მომენტში, როცა კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევა შემოგიტევთ, თუმცა თავად თქვენ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან თუ თქვენი ორგანიზმი ამისათვის მზად არ არის, პრეპარატის არასწორად მიღებით, შეიძლება მას კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენოთ.
(R)