LIVE

ნავთობის ფასი 2-თვიან მაქსიმუმზეა

27 იან 202414:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 213
ნავთობის ფასი 2-თვიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი ზედიზედ მეორე კვირაა იზრდება და ამ დროისთვის ის ორთვიან მაქსიმუმზეა. 

ბრენტის მარკის ნავთობის ფასი $1,12-ით ანუ 1,4%-ით გაიზარდა და ბარელზე $83,55 შეადგინა, რაც ყველაზე გასული წლის 30 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. აშშ-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასი (WTI) 65 ცენტით ანუ 0,8%-ით $78,01-მდე გაიზარდა, რაც ნოემბრის შემდეგ, ასევე, ყველაზე მაღალი ნიშნულია. 

ნავთობის ფასის ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-4 კვარტალში ეკონომიკის ზრდის მოსალოდნელზე უკეთეს მაჩვენებლებს, ინფლაციის შენელებას, ნედლი ნავთობის მარაგების შემცირებას და ჩინეთში სტაბილურ ვითარებას უკავშირდება, რასაც ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა ერთვის.  

მედიის ინფორმაციით, იემენელმა ჰუსიტებმა ადენის ყურეში მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ Marlin Luanda-ზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

ეს ჰუსიტების მიერ გემზე უახლესი თავდასხმაა. ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები ოქტომბერში, ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, გააძლიერეს. ამის გამო, ბევრმა კომპანიამ ამ მარშრუტის გამოყენებით გადაზიდვებზე უარი თქვა.