
ჩინეთის მოსახლეობა ზედიზედ ორი წელია იკლებს, შობადობის მაჩვენებელი კი რეკორდულად დაბალია.
ჩინეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა წლიურად 2.08 მილიონით, ანუ 0.15%-ით შემცირდა. შედეგად, 2023 წელს მოსახლეობის რაოდენობამ 1.409 მილიარდი შეადგინა.
ამის გამომწვევ მთავარ მიზეზებად კოვიდპანდემიის გავლენა სახელდება. გასული წლის დასაწყისში Covid-19-ის შემთხვევებმა იმატა, რაც მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია. ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 6.6%-ით, 11.1 მილიონამდე გაიზარდა და 1974 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ დონესაც გადაუსწრო.
გასულ წელს 5.7%-ით შემცირდა ახალშობილთა რაოდენობა და 9.02 მილიონი შეადგინა.
ჩინეთის მოსახლეობა 1961 წლის შემდეგ პირველად 2022 წელს შემცირდა, როდესაც წლიურმა კლებამ 850 000 შეადგინა. უშუალოდ, შობადობის მაჩვენებელი კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში მკვეთრად იკლებს, რაც 1980-2015 წლებში მიმდინარე ერთი შვილის პოლიტიკამ განაპირობა.