LIVE

2023 წელს საქართველოში $4.1 მილიარდი გადმოირიცხა - $1.5 მილიარდზე მეტი რუსეთიდან

15 იან 202420:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 244
2023 წელს საქართველოში $4.1 მილიარდი გადმოირიცხა - $1.5 მილიარდზე მეტი რუსეთიდან

2023 წელს საქართველომ ფულადი გზავნილების სახით 4 მლრდ 123 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წელთან შედარებით, გზავნილები 249 მლნ აშშ დოლარზე მეტითაა შემცირებული.  

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთ წელში რუსეთიდან გზავნილებმა 541 მილიონი აშშ დოლარით იკლო, თუმცა მიუხედავად ამისა, გასული წლის სტატისტიკაში გამომგზავნ ქვეყნებს შორის, 1 მლრდ 527 მლნ აშშ დოლარით, მაინც რუსეთი ლიდერობდა. 

2023 წელს საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო:

  • რუსეთის ფედერაცია - $1.527 მლრდ;
  • იტალია - $519 მლნ;
  • აშშ - $456 მლნ;
  • საბერძნეთი - $243 მლნ;
  • გერმანია - 229 მლნ;
  • ისრაელი - $215 მლნ;
  • ყაზახეთი - $199 მლნ;
  • თურქეთი - $113 მლნ;
  • ესპანეთი - $62 მლნ;
  • საფრანგეთი - $54 მლნ.

შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსი მიგრანტების ნაკადი გაიზარდა, შესაბამისად 2022 წელს, 2021-თან შედარებით, რუსეთიდან გადმორიცხვებმა 5-ჯერ მოიმატა და 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება გზავნილების ჯამურ მოცულობას, ის საქართველოში 2022 წელს რეკორდული იყო და 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.