
დასაქმების ვებგვერდ jobs.ge-ზე, 2023 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში 8 185 ვაკანსია გამოქვეყნდა.
PMC კვლევითი ცენტრის ანგარიშის მიხედვით, ეს 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19.4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63.9%-ით გაზრდილი რიცხვია.
ამავე პერიოდში 11 778 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც წლიურად 6.4%-ით შემცირებული, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 37.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
კვლევის მიხედვით, ივნისი-ნოემბრის პერიოდში jobs.ge-ზე წლიურად 14.5%-ით, 10 560-მდე გაიზარდა ადმინისტრაციის და მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რიცხვი. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად - 40.5%-ით არის გაზრდილი.
PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, 2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 44 936 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.