
ბაიდენის ადმინისტრაცია გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენების ძირითადი სტანდარტებისა და სახელმძღვანელო წესების გაწერის მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამს.
კომერციის დეპარტამენტის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი (NIST) აცხადებს, რომ 2 თებერვლამდე ითხოვს საზოგადოების მონაწილეობას ხელოვნური ინტელექტის საკვანძო ტესტირების ჩასატარებლად, რაც გადამწყვეტია სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ამ ზომების მიღებას წინ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოქტომბერში გამოცემული ბრძანება უძღოდა და ის მიზნად ისახავს შეიმუშაოს სტანდარტები ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების შესახებ, რაც ტექნოლოგიების პასუხისმგებლობით განვითარებას ხელს არ შეუშლის და ასევე, ქვეყანას საშუალებას მისცემს, ამ სფეროში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს.
ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ საზოგადოებაში აღფრთოვანებასთან ერთად, შიში გამოიწვია. ბაიდენის ბრძანებით, სააგენტოებს დაევალათ, დაედგინათ სტანდარტები ტესტირებისთვის და განეხილათ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული და კიბერუსაფრთხოების რისკები.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ განკარგულებას ხელი 30 ოქტომბერს მოაწერა. დოკუმენტი რისკების შემცირებას, ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და სანდოობის გაზრდას ითვალისწინებს.